ვეძებთ პროფესიონალ კადრებს, რომლებიც გარკვეულ ავტორიტეტს წარმოადგენენ თავიანთ რეგიონში – სოზარ სუბარი

“ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც გარკვეულ ავტორიტეტს წარმოადგენენ თავიანთ რეგიონში, სოფელში, მუნიციპალიტეტში, ქვეყნის მასშტაბით” – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მიმართულების ხელმძღვანელმა სოზარ სუბარმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” წამყვანის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, “ქართულ ოცნებას” სჭირდება საქმის პროფესიონალი ადამიანები და აქტიური ახალგაზრდები.  

“ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც გარკვეულ ავტორიტეტს წარმოადგენენ თავიანთ რეგიონში, სოფელში, მუნიციპალიტეტში, ქვეყნის მასშტაბით, რომლებიც არიან საქმის პროფესიონალები, ან შეიძლება არ იყოს პროფესიონალი, რადგან ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ ძალიან აქტიურია, მხარდამჭერია ჩვენი, იქაური აქტივის წევრია და აძლევენ კარგ დახასიათებას, რომ შეიძლება გარკვეულწილად, პარტიულ საქმიანობაში გაამოვიყენოთ, ან სხვაგან მივცეთ რეკომენდაცია”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მმართველ გუნდში ახალი, კვალიფიციური კადრების მოძიების პროცესი იწყება. რეკრუტირების პროცესში კერძო კომპანია და პარტიის ყველა რაიონული ორგანიზაციაა ჩართული. ახალი წევრების მოზიდვას პარტიის გენერალური მდივანი კახი კალაძე ხელმძღვანელობს.



მსგავსი თემები