ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნება პოზიტიური ნაბიჯია „ქართული ოცნებისთვის“ – მამუკა ბახტაძე

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ ეს ძალიან პოზიტიური ნაბიჯი იქნება მმართველი პარტია „ქართული ოცნებისთვის“, რადგან პარტიული სტრუქტურების მუშაობა კიდევ უფრო გაუმჯობესდება და მეტად ეფექტიანი გახდება.

​როგორც მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ღარიბაშვილის გამოცდილება, მოტივაცია და ენერგია ძალიან მნიშვნელოვანია პარტიისთვის.

„ირაკლი ღარიბაშვილი ყოველთვის იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრი და ბუნებრივია, მასთან კომუნიკაცია მქონდა. ჩვენს პოლიტიკურ გუნდში, ყველა მივესალმებით, რომ ირაკლი დაბრუნდა პარტიაში ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობაზე. ის პარტიაში, მისი შექმნის დღიდან ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებდა “, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მსგავსი თემები