“18 წლამდე ახალგაზრდებს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება უნდა მიეცეთ” – იაგო ხვიჩია

“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, 18 წლამდე ახალგაზრდებს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება უნდა მიეცეთ. 

იაგო ხვიჩია ამბობს, რომ თუ ამ ასაკამდე ახალგაზრდებს იარაღის ტარების უფლება ეძლევათ, მათ ხმის მიცემის საშუალებაც უნდა მისცენ.

„თუ ამ ასაკამდე იარაღის ტარებასა და ჯარში მსახურებას ვაძალებთ, ხმის მიცემის უფლებას რატომ არ ვაძლევთ? ქვეყანაში ხმის მიცემის უფლება ათას სულელს აქვს, ხოლო 18 წლამდე ახალგაზრდებს არა. პარლამენტის წევრს სკოლის ატესტატი არ მოეთხოვება და 25 წლის თუ არ არის, არჩევნებში მონაწილეობის უფლებას არ ვაძლევთ, რომ ვინმემ აირჩიოს. ამ კითხვებს ვსვამ.

იქნებ, ვინმეს გულში პატრიოტული სულისკვეთებაც აქვს და ქვეყნის გადარჩენას ასე უყურებს. მე ვამბობ იმას, რისთვის ვარ მოსული – ახალგაზრდებს არჩევნებში მოსვლის საშუალება მიეცეთ”, – აცხადებს ხვიჩია.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის მიერ შემუშავებული ცვლილებათა პროექტი წარადგინა.

მსგავსი თემები