თბილისის მერია ე.წ ელიავას ბაზრობის გადატანის საკითხზე მუშაობს

თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ ნაწილში, დიდუბის რაიონში არსებული საშენ-მასალების ე.წ ელიავას ბაზრობის პრობლემის მოსაგვარებლად, დედაქალაქის მერია 2 ვარიანტზე მუშაობს. საუბარია ბაზრობის სხვა ტერიტორიაზე გადატანზე ან ადგილზე თანამედროვე სავაჭრო ცენტრის მოწყობაზე.

ამ თემაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ფეისბუქზე“ მიმდინარე ვიდეოდიალოგში ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკვე გაიმართა რამდენიმე შეხვედრა ბაზრობის მეპატრონეებთან და მათი მხრიდან საკითხისადმი დამოკიდებულება ჯანსაღია.

„ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ის რაც დღეს ხდება ელიავას ბაზრობაზე, კატეგორიულად მიუღებელია. ერთია მისი გადატანის შესაძლებლობა და ყველანაირი პირობა უნდა შევუქმნათ ამ ადამიანებს, რომ დაეხმაროს მუნიციპალიტეტი და მეორეა, რომ ყველაფერი ისე გაკეთდეს, როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებშია და მოეწყოს თანამედროვე სავაჭრო ცენტრი, რომელიც ყველანაირ უსაფრთხოების ზომებს დააკმაყოფილებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები