ტაქსებს ტექდათვალიერება წელიწადში ორჯერ მოუწევთ

ტაქსის მფლობელებისთის რეგულაციები მკაცრდება. კერძოდ, მათ, ავტომანქანის ტექდათვალიერების გავლა წელიწადში ორჯერ მოუწევთ.

როგორც ეკონომიკის სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, შალვა ურიადმყოფელმა აღნიშნა, ტაქსის მფლობელები ტექნიკურ ინსპექტირებას ყოველ 6 თვეში დაექვემდებარებიან.

“ტაქსის მფლობელები პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას დაექვემდებარებიან გამოშვების თარიღიდან ერთი წლის შემდეგ, ყოველ ექვს თვეში ერთხელ. ეს არის ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებსაც გადაჰყავთ მგზავრები და მათი ცვეთა უფრო მეტია, გადიან უფრო მეტ მანძილს, ვიდრე ჩვეულებრივი სატრანსპორტო საშუალებები. იმის გამო, რომ ასეთ ავტომობილებს ჰქონდეთ შენარჩუნებული კარგი ტექნიკური მდგომარეობა, დაექვემდებარებიან ინსპექტირებას წელიწადში ორჯერ”, – აღნიშნა შალვა ურიადმყოფელმა.

მსგავსი თემები