თბილისში, სტიქიის შედეგად დაზიანებული სახლების შეკეთება დაიწყეს

თბილისის ჩუღურეთის რაიონში, თებერვლის ძლიერი ქარების შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა დაიწყეს. ბუხაიძის ქუჩის N36-ში, სადაც 9 ოჯახი ცხოვრობს სტიქიამ სახლის სახურავი დააზიანა.  

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ჩუღურეთის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, სახლის დაზიანებული სახურავი ახლით შეიცვლება. სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურა ეტაპობრივად მოწესრიგდება.  

მიმდინარე სამუშაოებს ჩუღურეთის გამგებელი, ზურაბ ჩიკვილაძე ადგილზე გაეცნო და დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა. 

აღსანიშნავია, რომ თებერვალში, ძლიერი ქარის შედეგად, ჩუღურეთის რაიონში, 5 საცხოვრებელი სახლის სახურავი დაზიანდა, ორ მისამართზე კი, კედელი ფრაგმენტულად ჩამოიშალა. 

სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანიები ასრულებენ.

მსგავსი თემები