ხვალ პრეზიდენტს პარლამენტში მოუსმენენ

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხვალ პარლამენტში მოხსენებით წარდგება.

პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა განმარტა, რომ პარლამენტის ახალი რეგლამენტის თანახმად, პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, შეკითხვების ფორმატი გათვალისწინებული არ არის.

„საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 6 მარტს, 12:00 საათზე საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, ქვეყნის განვითარების უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, საგარეო და საშინაო გამოწვევებზე, მათ შორის, საზოგადოების მხრიდან მაღალი ინტერესის მქონე თემებთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის წინაშე მოხსენებით წარდგება.პარლამენტის ახალი რეგლამენტის თანახმად, პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, შეკითხვების ფორმატი გათვალისწინებული არ არის“, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

მისივე თქმით, გამოსვლისას პრეზიდენტი აქცენტებს გააკეთებს ყველა მნიშვნელოვან თემაზე, მათ შორის იმ საკითხებზე, რომელთა მიმართაც განსაკუთრებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია და მათ შორის, ისაუბრებს შეწყალების კომისიაზე.

მსგავსი თემები