ირაკლი ღარიბაშვილი „ქართულ ოცნებას“ დაუბრუნდა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარტია „ქართულ ოცნებაში“ დაბრუნდა. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილიც ესწრებოდა.

ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივნის და
პარტიის პოლიტსაბჭოს წევრის თანამდებობას დაიკავებს.

ირაკლი ღარიბაშვილი 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 24 დეკემბრამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო, მანამდე კი 2012 წლის 25 ოქტომბრიდან 2013 წლის 17 ნოემბრამდე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

მსგავსი თემები