სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გასაძლიერებლად ბორჯომში შეხვედრა მიმდინარეობს

საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ ორგანიზებით ქ. ბორჯომში, კავკასიის ზრუნვაზე ორიენტირებულ ორგანიზაციათა ქსელის შეხვედრა ტარდება, რომელშიც საქართველოს 10 რეგიონში მომუშავე 33 ორგანიზაცია ღებულობს მონაწილეობას.

შეხვედრის ფორმატში მონაწილე ორგანიზაციები, რეგიონების მოსახლეობას სხვადასხვა სოციალურ სერვისების შესახებ ინფორმაციას უზიარებენ. ამ ყველაფრის მიზანი საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაძლიერება, სოციალური სერვისების ხარისხის გაუმჯობესება და ხელმისაწვდომობაა.

როგორც საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნუკრი მილორავამ „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას აღნიშნა, სამუშაოს ბოლოს, ქსელის წესდებაც შემუშავდება.

„პროექტი ოთხწლიანია და ჩვენი მიზანია, გავაძლიეროთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები. ასევე, გავაღრმაოთ დიალოგი სამოქალქო ორგანიზაციებისა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის და რაც მთავარია, გავზარდოთ სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა ადგილობრივი სოციალური პოლიტიკის შემუშავების, განხორციელების და მონიტორინგის პროცესში. ბორჯომის სამდღიან შეხვედრაზე ჩვენ შევიმუშავებთ ქსელის წესდებას, ვისაუბრებთ სამომავლო გეგმებზე და ქსელის წევრებს გავაცნობთ პროექტის ფარგლებში უკვე ჩატარებულ კვლევას,“ – აღნიშნა ნუკრი მილორავამ.

როექტის მონაწილეების შეფასებით, ჩამოყალიბებული ერთიანი ქსელის – „კავკასიის ზრუნვაზე ორიენტირებულ ორგანიზაციათა ქსელი“ – წევრები ერთმანეთთან მუდმივ კომუნიკაციაში იქნებიან.
„ქსელის წარმომადგენლებს, უნარ-ჩვევების გაძლიერების მიზნით, ჩაუტარდებათ ტრენინგები, მონაწილეობას მიიღებენ საზღვარგარეთ სასწავლო ვიზიტებში, ჩაატარებენ ადვოკატირებისა და მედია კამპანიებს მთელი ქვეყნის მასშტაბით“ – აცხადებენ ქსელის წარმომადგენლები.


„ქსელის წარმომადგენლებს, უნარ-ჩვევების გაძლიერების მიზნით, ჩაუტარდებათ ტრენინგები, მონაწილეობას მიიღებენ საზღვარგარეთ სასწავლო ვიზიტებში, ჩაატარებენ ადვოკატირებისა და მედია კამპანიებს მთელი ქვეყნის მასშტაბით“ – აცხადებენ ქსელის წარმომადგენლები.

პროექტი „პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად“ ხორციელდება „არბაიტერ-სამარიტერ-ბუნდის“ მიერ. პროექტს ადგილზე ახორციელებენ საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი ,,აფხაზეთი’’ (CHCA) და კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF). პროექტის დონორია ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში.






მსგავსი თემები