მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მან შს მინისტრისგან მუქარის შემცველი წერილი მიიღო

პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე “თიბისი” ბანკის დამფუძნებლმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან მუქარის შემცველი წერილი მიიღო.

„ჩვენ ნამდვილად არ ვართ პოლიტიკოსები და ნამდვილად არ ვაპირებთ რაღაც სენსაციებით და წერილების ფრიალს. ნამდვილად არ გვინდა, პოლიტიკურ დებატებში ჩავერიოთ, რადგან საკმაოდ მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებთ და გვინდა, დაგვეხმაროთ, რომ ჩვენს გარშემო შეიქმნას სიმშვიდე და გავაგრძელოთ საქმიანობა, რასაც ვაკეთებდით. წერილი იყო შს მინისტრისგან მოწერილი, ბატონი გახარიასგან. მინდა, არ აღმოვჩნდე სიტუაციაში, რომ წერილებით დავიწყო სირბილი მედიისა და ჟურნალისტების წინაშე. ეს არის მუქარის წერილი, რაღაცის შესრულების საფასურად, რომელიც ჩვენ არ გავაკეთეთ და არც გავაკეთებთ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან მიიღო მუქარის წერილი, სადაც მათი რეპუტაციის დანგრევაზე იყო საუბარი.

მსგავსი თემები