ზონალური პარკინგის დანერგვით ახალ ველოსიპედს არ ვიგონებთ – თბილისის საკრებულო

თბილისის საკრებულოს სხდომაზე დღეს, ზონალური პარკინგის საკითხზე იმსჯელეს. დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თედო ისაკაძის განცხადებით, საპარკინგე ინფრასტრუქტურის მოწყობა ორ მთავარ პრინციპზე – ზონირებასა და ქრონომეტრაჟზეა დაფუძნებული. მადენად, თბილისის მთავრობა და მერი ქალაქის, მეურნეობის და დაგეგმარების მიმართულებით ახალ ველოსიპედს არ იგონებს,

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სამი წამყვანი კომპანია მუშაობას იმაზე, რომ  დედაქალაქში სწორად დაიგეგმოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ასევე, ყველა ექსპერტის რეკომენდაციაა ამ რეფორმის გატარება, თბილისის მერია საკითხს მაინც სიფრთხილით ეკიდება და იწყება საპილოტე პროგრამა, რაც მისასალმებელია. პირველ ეტაპზე ზონალური პარკინგი მხოლოდ კოტე აფხაზის ქუჩაზე განხორციელდება.  

ზონალური პარკინგის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება დადებითად შეაფასა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანმა. 

მისი თქმით, საპილოტე პროგრამა ზაფხულიდან ამოქმედდება. ეს აუცილებელია, რადგან ქალაქს სერიოზული პრობლემა ექმნება. ფასის განსაზღვრა საკრებულოს ფორმატში დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციებით არის დაგეგმილი, შესაბამისად მნიშვნელოვანი სამუშაოა ჩასატარებელი და ყველანი ჩაერთვებიან ამ საკითხის განხილვაში.  

მისივე ინფორმაციით, მომავალ კვირას, საკრებულოში შექმნილი კომისია დეტალურად განიხილავს ამ თემას. 

„ჩვენ გვაქვს პრობლემა. ყოველწლიურად თითოეულ ახალშობილზე მოდის 14 იმპორტირებული ავტომობილი. ეს პრობლემა რაღაცნაირად უნდა დავარეგულიროთ,”- განაცხადა დავითულიანმა და დასძინა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების პარალელურად, უნდა შემცირდეს ინდივიდუალური ავტომობილების მოხმარება.

მსგავსი თემები