სმენადაქვეითებული ბავშვებისთვის სპეციალური დედაენა შეიქმნება

სმენის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, ქართველი და უცხოელი სპეციალისტების განცხადებით, საქართველოში სმენის არმქონე და სმენადაქვეითებული ბავშვებისთვის სპეციალური დედაენის შექმნა იგეგმება.

პროექტში საქველმოქმედო ფონდ „აი ია”-სთან ერთად ჩართულები არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და შპს „კინდ-სმენა“.

მსგავსი თემები