ბინათმშენებლობით დაზარალებულებს საბურთალოსა და დიდ დიღომში დაასახლებენ

 

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული 3000-ზე მეტი ოჯახიდან ნაწილი, ბინას თბილისის ორ მუნიციპალიტეტში – საბურთალოსა და დიდ დიღომში მიიღებს. დაზარალებულთა პირველი ნაკადს ბინებს საბურთალოზე – მარიჯანის ქუჩაზე, ხოლო დიდ დიღომში – დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე მისცემენ.

ქონების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დიდ დიღომში, საცხოვრებელს 17 ოჯახი მიიღებს, საბურთალოზე კი 10 ოჯახი. მთლიანობაში, თბილისის მასშტაბით 3135 ოჯახი დაკმაყოფილდება.

„ბინებს მიიღებენ 606 და 627 კოოპერატივების წევრები, რომლებსაც ამ ტერიტორიაზე საცხოვრებელი ფართების შესყიდვისთვის თანხები უკვე გადახდილი აქვთ. მათ გადაეცემათ მიწის ნაკვეთები და ინვესტორს თავად მონახავენ. ახალი წესის თანახმად, ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდება და შეირჩევა ინვესტორი“, – აცხადებენ თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოში.

თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილისში კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულია 3000-ზე მეტი ოჯახი. ამ ეტაპისთვის მოძიებულია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 16 ჰექტარი მიწის ნაკვეთები, თუმცა, მერია მიწის ნაკვეთების შერჩევას კიდევ განაგრძობს.

მსგავსი თემები