​”ირაკლი კობახიძეს კატეგორიულად ვემიჯნები და არ ვეთანხმები” – მირიან წიკლაური

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მირიან წიკლაური, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს გარკვეული განცხადებების გამო აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ის შეცდომას უშვებს, როცა ზოგიერთ თანაგუნდელს ნაციონალებთან აიგივებს. 

“​ირაკლი კობახიძეს გარკვეული შეცდომები აქვს, რაც მე არ მომწონს ხშირ შემთხვევაში. კატეგორიულად ვემიჯნები და არ ვეთანხმები მაგალითად, მისი მხრიდან ლევან გოგიჩაიშვილის მიმართ გამოთქმულ შეფასებებს, თითქოს გოგიჩაიშვილი ნაციონალებთან უნისონში არის. ლევან გოგიჩაიშვილისთვის იმის დაბრალება, რომ ნაციონალებთან უნისონშია, მგონი, ცოტა უხერხულია. მე რაც მახსოვს, ჯერ კიდევ 2011-12 წლამდე, გოგიჩაიშვილი ნაციონალებთან წინააღმდეგობის გამო ხშირად მინახავს ტელევიზიით თავგატეხილი და ტრავმირებული. ლევანი იგივე ბრძოლას დღემდე განაგრძობს და არ მგონია მისი მისამართით მსგავსი გამოთქმებით ვინმემ ქულები დაიწეროს”, – განაცხადა მირიან წიკლაურმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე.  

​მისივე თქმით, ირაკლი კობახიძე ახალგაზრდა კაცი, კარგი კონსტიტუციონალისტი და იურისტია. “მომავალი გვიჩვენებს, როგორ წარიმართება მისი კარიერა. დღეს, ელვის სისწრაფით იცვლება მოვლენები, ამიტომ ძნელია წინასწარი პროგნოზის გაკეთებაც კი”, – აცხადებს დეპუტატი.  

 

მსგავსი თემები