თბილისში საათობრივი პარკირება 50 თეთრი ეღირება

პარკირების საათობრივი საფასური, სავარაუდოდ, მინიმუმ 50 თეთრით განისაზღვრება. როგორც თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, პარკირებაზე გადახდის საათობრივი სისტემის შემოღების მიზანია ადამიანებმა საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლონ. ვიცე-მერის განცხადებით, თუ მინიმალური ტარიფი შედეგს არ გამოიღებს საფასური კიდევ გაიზრდება.

“იდეაა, რომ მინიმალური საფასური დავიწყოთ 50 თეთრიდან, მაგრამ არ არსებობს უნიკალური ტარიფი, რომელიც რამდენიმე ქვეყანაში მუშაობს. ერთი ტარიფი მთელ თბილისშიც ვერ იმუშავებს, ყველა ქუჩას თავისი სპეციფიკა აქვს, ყველგან სხვადასხვა მოთხოვნაა, ამიტომ უნდა დავადგინოთ მინიმალური ტარიფი. თუ ამან შედეგი არ მოგვცა, საფასური უნდა გავზარდოთ. აღებული გვაქვს ერთი არეალი – ლესელიძე, თავისი მიმდებარე ქუჩებით. თუ 50-მა თეთრმა მოგვცა შედეგი, მაშინ დავტოვებთ. ამ სისტემის მიზანი არ არის ფულის მოკრება, ამის მიზანია მანქანების მოხმარება შევამციროთ“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

მსგავსი თემები