ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 30-მდე პირი

 

პარლამენტსა და სახელმწიფო კანცელარიასთან ორი ურათიერთდაპირისპირებული აქცია მიმდინარეობს. ამ დროისთვის კი სამართალდამცველებმა განყოფილებაში 30-მდე ადამიანი გადაიყვანეს. მათი ნაწილი დაკავებულია ადმინისტრაციული წესით.

პარლამენტთან შეკრებილი ოჯახის სიწმინის დღის დამცველები ლგბტ პირებს უპირისპირდებიან და აცხადებენ, რომ მათ აქციის ჩატარების შესაძლებლობას არ მისცემენ.

მთავრობის ადმინისტრაციასთან უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად გამკაცრებულია.  შს სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ლონდა თოლორაიას ინფორმაციით, შს სამინისტრო თითოეული მოქალაქის თავისუფალი აზრის გამოხატვას მაქსიმალურად უზრუნველყოფს.

მთავრობის ადმინისტრაციის ტრანსფობიისა და ჰომოფობიის წინააღმდეგ აქციაზე   არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც იმყოფებიან.

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან საპატრულო პოლიციის, დაცვის პოლიციის, კრიმინალური პოლიციის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები იმყოფებიან.

მსგავსი თემები