საქართველოში 40 სასწრაფო დახმარების ცენტრი და 100 ამბულატორია აშენდება

ქვეყნის რეგიონებში გადაუდებელი სასწრაფო დახმარების ახალი ცენტრებისა და ამბულატორიების მშენებლობა, ხოლო არსებულის რეაბილიტაცია იგეგმება. პროექტი სახელმწიფო დააფინანსებით განხორციელდება და 20 მლნ ლარი დაიხარჯება.

როგორც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პროგრამისათვის 20 მილიონი ლარია გამოყოფილი ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს. საქართველოს მასშტაბით წელს დაიწყება 300-მდე ამბულატორიის რეაბილიტაცია, 100-ზე მეტი ახალი ამბულატორიისა და 40-მდე სასწრაფო დახმარების ცენტრის მშენებლობა.

„ჩვენ ვგეგმავთ და ვახორციელებთ სპეციალურ პროგრამებს საქართველოს რეგიონების თანაბარი განვითარებისა და რეგიონებში აუცილებელი სერვისების მიწოდების მიზნით. ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა და მათთვის ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სერვისების მიწოდება ჩვენი სამთავრობო პრიორიტეტია, რომელსაც არასდროს არ გადავუხვევთ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მსგავსი თემები