ლგბტ პირები დღეს მაინც იკრიბებიან

ლგბტ პირები 17 მაისს, ეროვნული გახლეჩის დღეს უწოდებენ. ისინი ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნას არ უერთდებიან, თუმცა საკუთარი, ლგბტ პირების საერთაშორისო დღეს სახელმწიფო კანცელარიასთან მაინც აღნიშნავენ.

გარკვეული ჯგუფები ტრანსჰობია-ჰომოფობიის გაპროტესტებას საღამოს გეგმავს. თუმცა, როგორც თავად ამბობენ, არა ორგანიზაციის სახელით, არამედ ინდივიდუალურად.

„ჩვენ დრეს არა ორგანიზებულად და ორგანიზაციის – „თანასწორობის მოძრაობის“ სახელით, არამედ, შევიკრიბებით როგორც ინდივიდუალური პირები. ჩვენ დაგეგმილი ღონისძიება გავაუქმეთ, თუმცა, ის ადამიანები, ვინც ფიქრობენ რომ ეს დღე საერთაშორისოა და უნდა აღინიშნოს, კანცელარიასთან მივალთ. მეც ინდივიდუალურად იქ ვიქნები. 17 მაისი საქართველოში ეროვნული გახლეჩის დღე გახდა, არადა, დღეს ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა“ – აღნიშნა „თანასწორობის მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა გიორგი თაბაგარმა „მთავართან.“

კანცელარიასთან სხვა ლგბტ პირებიც მივლენ და როგორც თვად აცხადებენ, ფაშიზმის მიმდნარეობას გააპროტესტებენ.

მსგავსი თემები