გერმანიის 10 მილიონიანი გრანტით მარნეულში, დევნილი ოჯახებისთვის დასახლება აშენდება

გერმანია საქართველოს, დევნილების დასახმარებლად, 10 მილიონი ევროს ოდენობის გრანტს გადასცემს, რომელიც დევნილების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასა და მათ დასაქმება მოხმარდება.

როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკო აცხადებს, აშენდება 236 კერძო სახლი, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე.

​მისივე ინფორმაციით, მარნეულში, დევნილი ოჯახებისთვის, რომლებიც ადგილზე წლებია ცხოვრობენ და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას ეწევიან, სოფლის ტიპის დასახლება აშენდება. განხორციელდება 24 მცირე მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტი – დევნილთა დასახლებებში, ან მის სიახლოვეს. აშენდება 8 ახალი საბავშვო ბაღი და რეაბილიტაცია ჩაუტარდება 2 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას.

მსგავსი თემები