“17 არის ბოლნისის ორი სოფლიდან – გეტა და მუშევანი, დანარჩენი ორიდან ერთი მედპერსონალია, ერთი – საკარატინო სივრციდან” – მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის ერთ-ერთი მედპერსონალია.

როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, 19-დან 17 ბოლნისის კლასტერს უკავშირდება. ამასთან, მისივე ინფორმაციით, ინფექციურში მყოფი კიდევ ერთი მოზარდი გამოჯანმრთელდა.

„ბოლო 24 საათში დაგვემატა 19 დადასტურებული შემთხვევა, 10 გამოჯანმრთელებული. ამჟამად კოვიდცენტრებში 266 პაციენტი მკურნალობს. 19 ახალი პაციენტი ყველა ცნობილი წყაროა, აქედან 17 არის ბოლნისის ორი სოფლიდან – გეტა და მუშევანი, დანარჩენი ორიდან ერთი მედპერსონალია, ერთი – საკარატინო სივრციდან, ანუ წყარო ყველასი ცნობილია. ჩვენთან სამი ახალი პაციენტია ბოლნისიდან, ერთი ოჯახის სამი წევრია, მათი მდგომაროება, არსებული რუტინული კვლევებით, არ არის საშუალოზე მძიმე. გუშინ მხოლოდ ერთი გამოჯანმრთელებული გვყავდა, მოზარდი. გვყავს 1 კრიტიკული პაციენტი, მისი მდგომარეობა სტაბილურია და ვიმედოვნებთ, ასე დარჩება”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მსგავსი თემები