,,პირველი ღირსების დამცველი არის პრემიერი, ნურავისში შეგეშლებით”- ალუდა ღუდუშაური

,,ღირსებაც გაგვაჩნია და მათ შორის, პირველი ღირსების დამცველი არის ჩვენი პრემიერი და თითოეული ჩვენგანი, ნურავისში შეგეშლებით!,” – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური ამერიკელი კონგრესმენის ადამ კინზინგერის განცხადებას.

მისი თქმით, დღეს ქვეყანას ჰყავს  ხალხის ინტერესების დამცველი პრემიერ-მინისტრი.

„დღეს ქვეყანას ჰყავს ჩვენი ხალხის ინტერესების დამცველი პრემიერი და ეს ბატონი (კინზინგერი) იქნება თუ სხვა ნებისმიერი, კარგად ხედავს, რომ ქვეყანას დღეს ჰყავს პატრიოტი, ვაჟკაცი, ქვეყნის ინტერესების დამცველი პრემიერი. თუ ვინმე საერთოდ ღირსებაზე ლაპარაკობს, ქვეყნის, ჩვენი მოსახლეობის და ზოგადად ღირსებაზე, ეს ვისგან გვესმის? – იმ პირებისგან, ვის აბსოლუტურ უმრავლესობას საერთოდ წარმოდგენა არ აქვს ღირსებაზე. დიახ, ღირსებაც გაგვაჩნია და მათ შორის, პირველი ღირსების დამცველი არის ჩვენი ქვეყნის პრემიერი და თითოეული ჩვენგანი, ნურავისში შეგეშლებით, ღირსებას, ჩვენი ქვეყნის და მოსახლეობის ღირსებას ვიცავდით და დავიცავთ,”- აღნიშნა  ღუდუშაურმა.

ცნობისთვის,  ადან კინზინგერმა განაცხადა: “რამდენად მცირე პატივისცემა გააჩნია საქართველოს პრემიერ-მინისტრს საკუთარი ხალხისადმი, რომ ივარაუდოს თითქოს მათ სიმართლე არ იციან?”.

მსგავსი თემები