„გაგახაროთ? ერთ ოქრო ქართველს პირდაპირ მწარმოებლისთვის დაუკვეთავს 100 000$-ის გენერატორები”- გიგა მაქარაშვილი

სამოქალაქო აქტივისტის, გიგა მაქარაშვილის ინფორმაციით, ერთ-ერთმა ქართველმა 100 000$-ის გენერატორები დაუკვეთა უკრაინისთვის.

„გაგახაროთ? ამ წამს ვიგებ, რომ ერთ ოქრო ქართველს პირდაპირ მწარმოებლისთვის დაუკვეთავს 100 000$-ის გენერატორები! ძალიან, ძააალიან ბევრ უკრაინულ ოჯახში აინთება ნათურა! ბევრ საავადმყოფოში განათდება საოპერაციოები! ბევრი ბავშვთა სახლი, მოხუცებულთა თავშესაფარი ამოისუნთქებს. ყველაფერი გამოგვივა, ჩემო კარგო ქვეყანავ“- წერს მაქარაშვილი.

მსგავსი თემები