,,ვირუსული ინფექციების პიკი დეკემბერ-იანვარში იქნება”- ივანე ჩხაიძე ”მედიაცენტრ მთავარში”

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, თსსუ-ის პროფესორ ივანე ჩხაიძის განცხადებით, რესპირაციული ვირუსული ინფექციების პიკი დეკემბერ-იანვარში იქნება.

მისივე თქმით, სტატისტიკის თანახმად, საქართველოში რესპირაციული ვირუსული ინფექციების სეზონი ნოემბრიდან იწყება და მარტის ბოლომდე გრძელდება.

,,ის რაც დეკემბრის დასაწყისში ხდება, სეზონური ვირუსების შესაბამისი მდგომარეობაა. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ რესპირაციული ვირუსული ინფექციების სეზონურ მატებაზე სწორედ ამ პერიოდს ვგულისხმობთ. სტატისტიკის მიხედვით, რომელსაც გვაწვდის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, საქართველოში რესპირაციული ვირუსული ინფექციების სეზონი იწყება ნოემბრიდან და გრძელდება მარტის ბოლომდე. უმრავლეს შემთხვევაში ასეა, თუმცა პიკი დეკემბერ-იანვარშია. შედარებით, მცირე პიკი შეიძლება, მოგვიანებით, მარტშიც დაფიქსირდეს, თუმცა ძირითადი მატება  რესპირაციული ვირუსული ინფექციების დეკემბერ-იანვარზე მოდის. შესაბამისად, ის რაც ახლა ქვეყანაში ხდება, სეზონური მატების გამოხატულებაა. ჩვენ ბოლო 2-3 წლის განმავლობაში კორონავირუსის პანდემიის გამო, ასეთი სეზონური მატება არ გვქონია. კორონავირუსმა გარკვეულწილად შეცვალა სეზონურობის ჭეშმარიტი გაგება, თუმცა ის რაც ახლა ხდება არის ის, რაც პანდემიამდე პერიოდში იყო მთელს მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც, ზამთრის რესპირაციული ვირუსული ინფექციების მკვეთრი მატება,”- განაცხადა ივანე ჩხაიძემ ”მედიაცენტრ მთავარში”.

პიკი დეკემბერ-იანვარში იქნება – ივანე ჩხაიძე “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები