მიხეილ სააკაშვილი უარს კი არ ამბობს კვებაზე, ვერ იკვებება – გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილი უარს კი არ ამბობს კვებაზე, ვერ იკვებება, უჭირს. მოწმე ვარ, რომ ვერ იღებს საკვებს, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.

ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციაში გადაყვანის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არასწორია.

„დღეს გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს რეანიმაციაში გადაჰყავთ, ეს იყო მცდარი ინფორმაცია. რაც შეეხება წაქცევას, რამდენიმე დღის წინ მართლაც ჰქონდა დალურჯებული. ნამდვილად უჭირს ადგომა. ჯანმრთელი ადამიანიც შეიძლება წაიქცეს. რაც შეეხება კვებას, უარს კი არ ამბობს, ვერ იკვებება, ვერ იღებს საკვებს, უჭირს. სურვილის მიხედვით არა, მოწმე ვარ იმის, რომ ვერ იღებს საკვებს“, – განაცხადა ალასანიამ.

„ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „მიხეილ სააკაშვილი არ იკვებება სრულფასოვნად, იღებს მხოლოდ მისთვის სასურველ საკვებს მისთვის სასურველ დღეებში, ეს არ ნიშნავს, რომ ვერ ჭამს, უფრო ალბათ არ ჭამს“.

მსგავსი თემები