კვარა ფორმაშია! – კვარაცხელიამ ტრავმა მოირჩინა

„ნაპოლის“ ქართველ შემტევ ხვიჩა კვარაცხელიას მიღებული ტრამვა აღარ აწუხებს და გუნდს კასტელ ვოლტურნოს ბაზაზე შეუერთდა. კვარაცხელიამ საწვრთნელ პროცესში მიიღო მონაწილეობა.

სოციალურ ქსელში კვარაცხელიას ვარჯიშის კადრებიც ვრცელდება. ფეხბურთელის დაბრუნებით გახარებული გულშემატკივრები წერენ, რომ „კვარა ფორმაშია“.

ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელიამ წელის დაზიანება ჩემპიონთა ლიგაზე, „ლივერპულის“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მიიღო, რის გამოც სერია A-ში 3, ეროვნულ ნაკრებში კი 1 მატჩის გამოტოვება მოუწია.

მსგავსი თემები