კანადა სამუშაო ძალას ეძებს

კანადა სამუშაო ძალის დაბერების გამო, ეკონომიკაში არსებული დეფიციტის შევსებას მიგრანტების ხარჯზე აპირებს. ქვეყნის ფედერალური მთავრობის განცხადებით, კანადა 2025 წლამდე წელიწადში 500 000 ემიგრანტს მიიღებს.

კანადას შობადობის დაბალი მაჩვენებლის და მოსახლეობის დაბერების პრობლემა აქვს. რის გამოც, ეკონომიკური ზრდის მისაღწევად, მას ემიგრანტების მიღება მოუწევს.

გასულ წელს ქვეყანამ 405 000 ადამიანი მიიღო, რაც ქვეყნის ისტორიაში უდიდესი მაჩვენებელია. ემიგრანტების ხარჯზე, ქვეყანაში სამუშაო ძალა უკვე გაიზარდა და ამ ფონზე, მოსალოდნელია, რომ 2032 წლისთვის ქვეყნის მოსახლეობაც გაიზრდება.

ანალიტიკოსების თქმით, კანადის გადაწყვეტილება ქვეყნის მიერ მიგრანტების ძალის კარგად გამოყენების პრაქტიკას უკავშირდება.

 

მსგავსი თემები