„იყო 116 კილო, ამ წუთში არის 73,6 კილო “ – ექიმი მიხეილ სააკაშვილზე

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილს კვლევა ჩაუტარა. როგორც კლინიკიდან გამოსული ექიმები აცხადებენ, მდგომარეობა საგანგაშოა.

„კლინიკაში მიხეილ სააკაშვილი შესული იყო 116 კილო, ახლა არის 73,6. ახლა ავწონეთ ამ წუთას. კლება ძალიან სერიოზულია. ეს შეიძლება საკმაოდ მძიმედ შეფასდეს. ერთ-ერთი ავტორიტეტული და კარგი კლინიკაა, ჩვენი კოლეგები ყველაფერს აკეთებენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, პაციენტის მდგომარეობა დინამიკაში უარესდება. ძალიან სწრაფად ხდება წონის კლება“ – განაცხადა კლინიკიდან გამოსულმა ექიმმა თენგიზ წულაძემ მედიასთან.

სახალხო დამცველი, ექიმების ჯგუფთან ერთად მიხეილ სააკაშვილთან მივიდა

მსგავსი თემები