„დაღუპულების გამოსაყვანად შევედით, დაგვცხეს, დაჭრილები გვყავს“ – ქართველი მებრძოლი

უკრაინაში, კერძოდ კი ბახმუტთან დაღუპული და დაჭრილი ქართველი მებრძოლების გამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება. პერიმეტრი მთლიანად რუსი სამხედროების ალყაშია. როგორც ქართველი მებრძოლი, დავით ქუჩქიშვილი ამბობს, სცადეს ბახმუტში შესვლა, თუმცა უკან მოუწიათ დახევა.

„ვართ ქა­ლაქ ბახ­მუ­ტის მი­სად­გო­მებ­თან, სა­დაც არი­ან ჩვე­ნი და­ღუ­პუ­ლე­ბი. გა­მო­საყ­ვა­ნად შე­ვე­დით და დაჭ­რი­ლი გვყავს, ვერ გა­მო­ვიყ­ვა­ნეთ, ომი იყო. დაგ­ვცხეს, გა­მო­ვე­დით უკან, უნდა და­ვის­ვე­ნოთ და ისევ შე­ვი­დეთ. ქა­ლა­ქი ბახ­მუ­ტი ჩვე­ნია, ქა­ლაქ ბახ­მუ­ტის შე­მო­გა­რენ­ზე არი­ან მომ­დგრე­ბი ერთ მხა­რე­ზე. ბახ­მუ­ტი ჩვე­ნია, ჩვენ ვა­კონ­ტრო­ლე­ბით“- ამ­ბობს ქუქჩიშ­ვი­ლი.

შეგახსენებთ, რომ ბახმუტთან, რუს სამხედროებთან შეტაკებისას 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. არიან დაჭრილებიც.

მსგავსი თემები