„ყველას მოვთხოვოთ შერიგება, ვინც არ რიგდება, გავაგზავნოთ იმ ქვეყნებში…“ – მეუფე იაკობის ქადაგება

მეუფე იაკობმა საკვირაო ქადაგების შემდეგ პოლიტიკური გზავნილებიც გააჟღერა.  როგორც ბოდბელმა მიტროპოლიტმა აღნიშნა, შერიგება ყველას ვალდებულებაა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვინც წინააღმდეგი წავა, მათი გასტუმრება უნდა მოხდეს.

„პოლარიზაციას რომ ეძახით, პოლარიზაციას უფრო აღრმავებენ. ყველას მოვთხოვოთ შერიგება, ხოლო ვისაც დავინახავთ, რომ არ რიგდება ბოლო-ბოლო გავაგზავნოთ იმ ქვეყნებში, სადაც მოსწონთ ის ხალხი. ქართველებს დაგვაცადონ, რომ განვითარდეთ“, – აცხადებს მეუფე.

მიტროპოლიტის შეფასებით,  ხალხს ვითომ ევროპა უნდა და ეკლესიაზე იწყებენ შეტევას.

„ვითომ ევროპა უნდა ჩვენთან ხალხს და შეხედეთ, იწყებენ ხოლმე ეკლესიაზე შეტევას. ტელევიზიებს დავალებებს აძლევენ, გამოდიან და ზოგის მანქანები არ მოსწონთ. მიშას დროს, სახელმწიფომ დაარიგა „შავ ჯიპებს“ რომ ეძახიან. ერთადერთი ეპისკოპოსი მე ვიყავი, იმ ჯიპებზე, რომ ვთქვი უარი. ყველას მისცეს და რომ მისცეს, რა მოხდა, დანაშაულია? მითხრეს უარს როგორ ამბობო. ვუთხარი, რომ ხალხისთვის გთხოვთ, ჩემი თავისთვის არასდროს. გამოდიან, და თურმე მთავარი ბოროტება საპატრიარქო ყოფილა“ – აღნიშნა მეუფემ.

მეუფე იაკობის ქადაგებით, რომ არა საპატრიარქო და ქართული ეკლესია დღეს ჩვენი ქვეყანა ასე ვერ იქნებოდა.

„რომელი ვართ რუსეთისკენ თქვან. მაგათ უნდათ ევროპისკენ წასვლა? დადიან გრანტები აიღონ. ვიღაცები სულელურ გადაწყვეტილებას იღებენ: „12 დავალება.“ რომელ 12 დავალებაზეა საუბარი. ერთადერთ გვინდა, რომ შევრიგდეთ. ვინც ეკლესიის წინააღმდეგ გამოდის, რა გგონიათ, პირადად მე რომ მოვინდომო იმ პარტიებს, თუ კონკრეტულ პოლიტიკურ ლიდერებს რა დღეში ჩავაყენებ. არავის დახმარება არ მინდა, არ გავაკეთებ ჩვენები არიან. იქნებ როდესმე ადამიანობა დაიბრუნონ“, – იქადაგა მეუფემ.

მსგავსი თემები