“საშინაო დავალება მოგვცეს, მათი ბავშვები ვინ არიან“ – მეუფე იაკობი 12 პუნქტიან გეგმაზე

ევროკომისიის რეკომენდაციასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პირობებს ეხება, მეუფე იაკობი მორიგ განცხადებას აკეთებს.  როგორც  ბოდბელი მიტროპოლიტი კითხულობს, „ საშინაო დავალება მოგვცეს… მაგათი ბავშვი ვინ არის?! ჩვენზე ცივილიზებულები არიან? გვეკითხებიან კი ქართველ ხალხს რა გვინდა?! ჩვენ გვინდა კარგი ცხოვრება, ღირსეული ადგილი დავიმკვიდროთ“.

მეუფე კითხვაზე პასუხს ითხოვს – დღეს თუ კანდიდატის სტატუსი არ გვაქვს, ამის გამო უნდა ვიჩაგრებოდეთ?

„დღეს რომ შემოსული არ ვარ [ევროკავშირში] და მჩაგრავ, რომ შემოვიდე მესამეხარისხოვანი ქვეყნების როლში უნდა ვიყო? კეთილი ინებე და მიმიღე, როგორც ღირსეული წევრი, როგორც ღირსებით აღსავსე ხალხს ისე დაგველაპარაკე. 12-დან მხოლოდ ერთი არის თავიდან შესასრულებელი“, – აღნიშნა მეუფე იაკობმა საკვირაო ქადაგებისას.

მსგავსი თემები