,,თქვენი რანგის ადამიანებს შეუძლიათ უშეცდომოდ დაგვეხმარონ საკითხების გადაჭრაში”- ასლან ბჟანია ვიაჩესლავ ვოლოდინს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია დარწმუნებულია, რომ რუსეთის დუმის სპიკერის ვიაჩესლავ ვოლოდინის ე.წ. ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთშ, ბიძგს მისცემს მათ ურთიერთობებს.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ბჟანიამ ვოლოდინთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

„თქვენნაირი რანგის ადამიანებს, რომლებსაც აქვთ დიდი გამოცდილება, შეუძლიათ უშეცდომოდ დაგვეხმარონ იმ საკითხების გადაჭრაში, რომელთა მოგვარებაც ჩვენ ჯერ ვერ მოვახერხეთ. ამიტომ, თქვენი ვიზიტი სრულად იმუშავებს რუსეთისა და აფხაზეთის ხალხის ინტერესებისთვის, ჩვენი პოზიციების კიდევ უფრო დაახლოებისა და პროდუქტიულობისთვის. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აფხაზეთში! გმადლობთ მობრძანებისთვის“, – განაცხადა ბჟანიამ.

მანვე ასევე მადლობა გადაუხადა რუსეთის ხელმძღვანელობას მუდმივი დახმარებისთვის.

მსგავსი თემები