“კლინიკის ტერიტორიაზე ნებისმიერი საპროტესტო აქციის ჩატარება არაგონივრული იქნება“ – მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია თანაპარტიელი ლევან ხაბეიშვილის მიერ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის დაანონსებას გამოეხმაურა.

როგორც მელიამ აღნიშნა, კლინიკა „ვივამედის“ ტერიტორია აქციის გასამართად შესაბამისი არ არის, ამიტომ აღნიშნულ ინიციატივაზე სააკაშვილის რეაქცია არ გაჰკვირვებია.

„4-5 თვის განმავლობაში თავიდან ბოლომდე ჩვენი ძალისხმევა, ოჯახის ძალისხმევა, თავად მიხეილ სააკაშვილის ძალისხმევა მიმართულია ჰუმანიტარულ საკითხებზე და არა პოლიტიკურზე. „ვივამედის“ ტერიტორიაზე ნებისმიერი საპროტესტო აქციის ჩატარება არაგონივრული იქნება. ერთია, რომ გულშემატკივარი მივიდეს ტერიტორიაზე, მაგრამ სხვა საკითხია, როცა აქცია იგეგმება. ამიტომ, მე საერთოდაც არ მიკვირს, რომ მიხეილ სააკაშვილს ასეთი რეაქცია ჰქონდა“ – განაცხადა მელიამ.

მსგავსი თემები