მეფე ჩარლზმა და ოლენა ზელენსკამ ლონდონში უკრაინელი ლტოლვილების მიღების ცენტრი გახსნეს

გაერთიანებული სამეფოს მონარქმა, მეფე ჩარლზ III-მ  ლონდონში უკრაინელი ლტოლვილების მიღების ახალი ცენტრი გახსნა. გახსნის ცერემონიას უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკაც ესწრებოდა.

უკრაინის პირველმა ლედიმ დიდი ბრიტანეთის მონარქს უკრაინისთვის გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მისი უდიდებულესობა პოულობს დროს და კეთილ სიტყვებს უკრაინელი ლტოლვილების მხარდასაჭერად -ის ახლახანს ეწვია მათ შოტლანდიაში და მანამდე რუმინეთში”, – აღნიშნა ოლენა ზელენსკამ.

 

მსგავსი თემები