თბილისის საახალწლო სლოგანს მოქალაქეები თავისუფლების მოედანზე აპროტესტებენ

“რისი ქალაქია თბილისი” – საახალწლო ნაძვის ხეზე სიტყვა “მშვიდობის” გამოჩენამ პროტესტის ახალი ტალღა გამოიწვია. სლოგანს მოქალაქეები თავისუფლების მოედანზე აპროტესტებენ.

მათივე განცხადებით, იმ ფონზე, როდესაც უკრაინა რუსეთისგან თავსმოხვეული ომის გამო სისხლს ღვრის, რაშისტების სისასტიკეს ბავშვებისა და ქალების, უდანაშულო ადამიანების სიცოცხლე ეწირება და ახლაც ამ წუთებშიც უკრაინელები საკუთარი ღირსებისა და თავისუფლებისთვის გადასარჩენად იბრძვიან პარტნიორი და მეგობარი ქვეყნისგან ამ ტიპის საახალწლო ბანერი მინიმუმ არაჰუმანური და არამეგობრულია.

ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი თბილისის “მშვიდობის ქალაქად” გამოცხადებას უტიფრობას და მეგობარი უკრაინის მიმართ მდაბიო საქციელს უწოდებს.

მმართველი პარტია კი აცხადებს, რომ დედაქალაქის სლოგანს პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არა აქვს.

ცნობისთვის, თბილისში მშვიდობის სახელს უკვე ატარებს ხიდი, რომლის მშენებლობაც 2008 წლის ომის შემდეგ 2009 წელს დაიწყო.

მსგავსი თემები