“კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში გერმანიას წამყვანი როლი აქვს”- ხათუნა სამნიძე

,,ჩვენ უნდა შევძლოთ და ქვეყანას მოვაპოვებინოთ კანდიდატის სტატუსი” – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, „რეფორმების ჯგუფის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

ხათუნა სამნიძის განცხადებით, ამ პროცესში გერმანიას წამყვანი როლი აქვს.

„ჩვენ უნდა შევძლოთ და ქვეყანას მოვაპოვებინოთ კანდიდატის სტატუსი და გერმანია წამყვანი როლის მქონეა ამ პროცესში. მისი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ საჯარო განცხადებებით, კონკრეტული ნაბიჯებით, პოლიტიკური განცხადებებით არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ამიტომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ეს ვიზიტი, სადაც ჩვენ ვსაუბრობთ გამოწვევებზეც, ვსაუბრობთ რამდენად იმსახურებს ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუსს და ვთხოვთ ჩვენს პარტნიორებს გერმანიაში კიდევ უფრო გააძლიერონ ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერა ამ პროცესში”, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ, რომელიც გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ვიზიტით იმყოფება.

მსგავსი თემები