IAEA უკრაინის ატომურ ელექტროსადგურებზე საკუთარ წარმომადგენლობას გააძლიერებს

,,ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) უკრაინის ატომურ ელექტროსადგურებზე საკუთარ წარმომადგენლობას გააძლიერებს”- ამის შესახებ აესს-ს გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ, დმიტრო კულებასთან შეხვედრის შემდეგ “ტვიტერის” პირად გვერდზე დაწერა.

“უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელ დმიტრო კულებასთან ვაგრძელებთ ერთობლივ მუშაობას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო ბირთვული უსაფრთხოების ზონის დაუყოვნებლივ შექმნაზე. მე ასევე დავადასტურე, რომ IAEA გააძლიერებს საკუთარ წარმომადგენლობას უკრაინის ყველა ატომურ ელექტროსადგურზე მისი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად”, – წერს გროსი.

მსგავსი თემები