,,ბიუჯეტიდან თუ გამოიყოფა თანხა, ჩამოუყვანონ მიხეილ სააკაშვილს ექიმები, არანაირი პრობლემა არ არის”- ხაჭაპურიძე

,,გავაცანით მიხეილ სააკაშვილის დიაგნოზებს და მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ გასაჯაროვდეს” – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.

როგორც შალვა ხაჭაპურიძემ აღნიშნა, სასამართლოში განცხადების შეტანას აპირებენ ისე, რომ დიაგნოზები არ გასაჯაროვდება.

„ჩვენ ვნახავთ სასამართლოს გათავისუფლებას მოვთხოვთ თუ გადავადებას. იურისტები დღეს უნდა შევიკრიბოთ და გადავწყვეტთ. მისი მდგომარეობა ცუდია. კარგი იქნება, თუ იუსტიციის მინისტრი, ვიდრე რაიმე განცხადებას გააკეთებს, მუხლსაც დაასახელებს, რა ნორმით უნდა იხელმძღვანელოს. ჩვენი გეგმით მივდივართ და ვმოქმედებთ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნით. შეთავაზება შემოთავაზებას ქართული კანონმდებლობა არ იცნობს. რაც კანონით არის გათვალისწინებული, იმას ვაკეთებთ. სასჯელის გადავადების პროცესი დროში გაწელვასთან არ არის დაკავშირებული, საკმაოდ სწრაფი პროცესია. ერთ სხდომაშიც, ერთ-ორ საათში შეიძლება, მოგვარდეს. ექიმების ჩამოყვანა თუ უნდათ, ჩამოიყვანონ ბიუჯეტის ხარჯზე, პრობლემა არ არის. გუშინწინაც მოითხოვეს ექსპერტიზის ჩატარება, ოღონდ არანაირი საფუძველი ამას არ გააჩნდა. ჩვენ ვმოქმედებთ კანონის ფარგლებში. ბიუჯეტიდან თუ გამოიყოფა თანხა, ჩამოუყვანონ ექიმები, არანაირი პრობლემა არ არის“,- განაცხადა ხაჭაპურიძემ.

მსგავსი თემები