,,უკრაინა არასდროს მიიღებს მოსკოვიდან ნაკარნახებ წესრიგს”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,უკრაინა არასდროს იქნება ნგრევის ადგილი, უკრაინა არასდროს მიიღებს მოსკოვიდან ნაკარნახებ წესრიგს, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა აღვადგინოთ დამპყრობლების მიერ განადგურებული ყოველი ობიექტი,” – ამის შესახებ ყოველდღიურ მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკის თქმით, რუსეთში 20-წლიანი მმართველობის შემდეგ ქვეყნის დიდი ნაწილი ისეთი დანგრეული აქვთ, თითქოს იქ ომი იყო.

„დღეს, ისევე როგორც ყოველდღე, ოკუპანტებმა კვლავ დაბომბეს ხერსონი და ოლქის დასახლებები. მხოლოდ ბოლო ერთ კვირაში მტერმა 258-ჯერ გაუხსნა ცეცხლი ხერსონის ოლქის 30 დასახლებულ პუნქტს. რუსეთის არმიამ დააზიანა სატუმბი სადგური, რომელიც უზრუნველყოფდა მიკოლევში წყლის მიწოდებას. ეს არის იმ შემთხვევითი „ამხანაგების“ ნამდვილი არსი, რომლებმაც დაიპყრეს რუსეთი. მათ 20-წლიანი მმართველობის შემდეგ მათი სახელმწიფოს დიდ ნაწილზე ისეთი განადგურება აქვთ, თითქოს იქ ომა ჩაიარა. არადა ეს ომი არ ყოფილა, ეს მათ ჩაიარეს. მათ ნგრევის მეტი არაფერი შეუძლიათ. ეს არის ყველაფერი, რასაც ისინი ტოვებენ. ის, რასაც ისინი ახლა უკრაინის წინააღმდეგ აკეთებენ, არის შურისძიების მცდელობა იმისთვის, რომ უკრაინელებმა არაერთხელ დაიცვეს მათგან საკუთარი თავი. უკრაინა არასდროს გახდება ნგრევის ადგილი, უკრაინა არასდროს მიიღებს მოსკოვიდან ამ „ამხანაგების“ ნაკარნახევ წესრიგს. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა აღვადგინოთ დამპყრობლების მიერ დანგრეული ყოველი ობიექტი, ყოველი სახლი, ყოველი საწარმო“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები