რუსეთის ტყვეობიდან 12 უკრაინელი გათავისუფლდა

რუსეთის ტყვეობაში მყოფი 12 უკრაინელი საკუთარ სამშობლოში დაბრუნდა. დღეს, ტყვეების მორიგი გაცვლა განხორციელდა. ინფორმაციას პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი –  ანდრეი ერმაკი ავრცელებს.

გათავისუფლებულია  საზღვაო ძალების 4 მებრძოლი, ეროვნული გვარდიის ორი წევრი, ორი მესაზღვრე, უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ძალების ერთი წევრი, ასევე სამი მშვიდობიანი მოქალაქე, რომელიც დაკარგულად ითვლებოდა.

„სახლში მიდიან მეომრები, რომლებიც იცავდნენ, მარიუპოლს, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს და კუნძულ „ზმეინს“, – წერს ერმაკი.

მსგავსი თემები