რუსეთის მოქალაქეებმა თბილისში აქცია გამართეს და უკრაინაზე თავდასხმა გააპროტესტეს

თბილისის კლასიკური გიმნაზიის წინ უკრაინაში მიმდინარე ომისა და რუსული რეჟიმის წინააღმდეგ აქცია გაიმართა. დემონსტრანტებს ხელში ტრანსპარანტები ეჭირათ წარწერით: “რუსი ხალხი მხარს არ უჭერს რეჟიმს”, “პუტინი ტერორისტია”, “დიდება უკრაინას”, მხარი დაუჭირეთ აზოვს” და ა.შ.

აქციის ორგანიზატორი, ფონდ “თავისუფალი რუსეთის” წარმომადგენლის, ეგორ კუროპტევის განცხადებით, დღევანდელ აქციას დაახლოებით, 300-მდე ადამიანი დაესწრო.

აქციის მონაწილეებმა უკრაინელი დევნილების დასახმარებლად თანხა და ჰუმანიტარული ტვირთი შეაგროვეს.

მსგავსი თემები