ხერსონში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა

უკრაინის ძალების მიერ ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ხერსონში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე კირილ ტიმოშენკო ავრცელებს.

მისივე განცხადებით, დენის მიწოდება, პირველ ყოვლისა, ხერსონის კრიტიკულად მნიშვნელოვან ობიექტებს აღუდგა.

„როგორც დაგპირდით, გასამკლავებლად ერთ კვირაზე ცოტა მეტი დაგვჭირდა. პირველ ყოვლისა, სიმძლავრეს ვაწვდით ქალაქის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას და შემდეგ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს“ – აღნიშნა ტიმოშენკომ.

მსგავსი თემები