გაერო ირანში მიმდინარე პროტესტების გამოძიებას იწყებს

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა ორგანომ ახალი საგამოძიებო კომისიის შექმნა გადაწყვიტა, რომელიც ირანში მასობრივი საპროტესტო აქციების ჩახშობის საკითხებს გამოიძიებს.

კანონპროექტს მხარი 25-მა წევრმა დაუჭირა, 6 მის წინააღმდეგ წავიდა, 16-მა მონაწილემ კი თავი შეიკავა.

“ძალის არასაჭირო და არაპროპორციული გამოყენება უნდა დასრულდეს” – აღნიშნა ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, ფოლკერ თიურქმა მიმართვაში.

მსგავსი თემები