დღეს რუსებმა ხერსონი 17-ჯერ დაბომბეს – არის მსხვერპლი

რუსებმა ხერსონი 17-ჯერ დაბომბეს. დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ ხერსონის ქალაქის საბჭო, ხერსონის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, გალინა ლუგოვაიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, 20 ნოემბერიდან 24 ნოემბრამდე მტერმა 62-ჯერ დაბობმა ხერსონი, რის შედეგადაც 8 ადამიანი გარდაიცვალა და 4 დაიჭრა. მანვე აღნიშნა, რომ რუსები ქაოტურად ბომბავენ საცხოვრებელ სახლებს, ქალაქში კი ვითარება კვლა დაძაბული რჩება. ხერსონის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მოქალაქეებს ევაკუაციისკენ მოუწოდა.

მსგავსი თემები