რუსეთის თავდასხმის მზარდი შიშის ფონზე, ესტონეთი ბომბსაფრებისთვის ადგილებს ეძებს

რუსეთის მხრიდან შესაძლო თავდასხმის შიშის ფონზე, ესტონეთის მთავრობა პოტენციური  ბომბსაფრების განსაზღვრვას ცდილობს.

პოტენციური თავშესაფრის მოსაწყობად, ხელისუფლება საზოგადოებრივ შენობებს, სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებს არჩევს. ივნისიდან საზოგადოებრივი თავშესაფრების მოსანიშნად ათობით ფერადი ნიშანი გაჩნდა, მათ შორის, ლურჯი სამკუთხედები ნარინჯისფერ ფონზე.

“ათი წლის წინ დომინირებდა ნარატივი, რომლის მიხედვით, აღარ იარსებებდა კონვენციური ბრძოლა და რაკეტები. ის, რომ დღეს ომი არ არის, არ ნიშნავს, რომ არ გვჭირდება უარესისთვის მომზადება”. – აღნიშნა ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლაური ლაანემეცმა.

 

მსგავსი თემები