„შავ წერტილებთან“ დაკავშირებით კანონმდებლობაში ჩანაწერი გაჩნდება

თბილისის საკრებულოს წევრის, საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტის შალვა ობგაიძის განცხადებით, კანონმდებლობაში ახალი ტერმინი “შავი წერტილი” მალე გაჩნდება.

როგორც ობგაიძემ “მედიაცენტრ მთავარში” განმარტა, საუბარია ისეთ ადგილებზე, სადაც ავარიები ხშირად ხდება. საკანონმდებლო ჩანაწერის შემდეგ კი სტატისტიკის წარმოებაც დაიწყება.

„ტერმინი „შავი წერტილი“ გულისხმობს ადგილებს, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევები ხშირად ხდება. ასეთ ადგილებზე ჩატარდება კვლევა და დადგინდება თუ არის ავარიების მიზეზი. “შავი წერტილი” ეს არის ერთგვარი ტერმინი საგზაო მოძრაობის, რომელიც მალე ჩვენს კანონმდებლობაშიც აისახება. წარმოიდგინეთ, ეს არის ერთგვარი ინტერაქტიული რუქა. „შავი წერტილები“ ქმნის შავ ლაქას, სადაც ჩარევა აუცილებელია. ასეთი ლაქა გვქონდა სარაჯიშვილის გამზირზე, სადაც ავარიები კვირაში ერთხელ ხდებოდა და საკმაოდ მძიმე შედეგებით მთავრდებოდა. მოხდა ჩარევა და 1 წელია, იქ ავარია არ მომხდარა და არც არავინ დაშავებულა. კანონმდებლობაში ჩანაწერის გაჩენის შემთხვევაში კი პრობლემას ეშველება “ – განაცხადა შალვა ობგაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები