,,დედაქალაქის ნაძვის ხეს არაფერი სჭირდება, ძალიან ლამაზია”- კახა კალაძე

,,რა შეეხება ნაძვის ხეს, დედაქალაქის ნაძვის ხეს არაფერი სჭირდება, ძალიან ლამაზია,” – ამის შესახებ
თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით,  წელს დედაქალაქში მასშტაბური ღონისძიებები იქნება.

„ძალიან ლამაზი იქნება ქალაქი საახალწლოდ. რა შეეხება ნაძვის ხეს, დედაქალაქის ნაძვის ხეს არაფერი სჭირდება, ძალიან ლამაზია. დიზაინერები გადაწყვეტენ, რა ფორმით, როგორი სათამაშოებით იყოს მორთული. რაც შეეხება ქალაქის განათებას, ნაძვის ხის ანთებას, საახალწლო სოფლის გახსნას, კონცერტებს, ამაზე მოგვიანებით დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით”,- განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები