,,გალში ქართული წარმოშობის მინერალური წყალი ამოიღეს – 192 ბოთლი” – ოკუპირებული აფხაზეთის მედია

,,ქალაქ გალში, დაათვალიერეს ეზოში მდებარე კომუნალური არასაცხოვრებელი ფართი, სადაც აღმოაჩინეს და ამოიღეს ქართული წარმოშობის მინერალური წყალი – 192 ბოთლი,”- ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის მედია ავრცელებს.

მედიის მიერ გავრცელებული ფოტოთი ირკვევა, საუბარია კომპანია “ნაბეღლავის” მინერალურ წყალზე.

,,2022 წლის 22 ნოემბერს, აფხაზეთის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის კონტრაბანდისა და საბაჟო სამართალდარღვევათა წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის თანამშრომლები, საბაჟო დეპარტამენტის კონტრაბანდისა და საბაჟო სამართალდარღვევათა წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, ოპერატიულ განხორციელების პროცესში. ქალაქ გალში, დაათვალიერეს ეზოში მდებარე კომუნალური არასაცხოვრებელი ფართი, სადაც აღმოაჩინეს და ამოიღეს ქართული წარმოშობის მინერალური წყლის პარტია – 192 ბოთლი. აღნიშნულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე მასალები იურისდიქციაში გადაეცა სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის საგამოძიებო და საბაჟო გამოძიების დეპარტამენტს,”- წერს გამოცემა.

 

მსგავსი თემები