,,ყველაფერი უკრაინის ხელშია, თუ არ სურთ დიდი მსხვერპლი შეჩერდნენ”- ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, უკრაინამ უნდა შეწყვიტოს საომარი მოქმედებები და დაიწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებები. მისი თქმით, ”უკრაინა უნდა შეჩერდეს”.

,,ყველაფერი უკრაინის ხელშია. თუ არ სურთ დიდი რაოდენობით მსხვერპლი და ადამიანების სიკვდილი, შეჩერდნენ და შეწყვიტონ მოქმედებები. მესმის ეს რთულია, მაგრამ აუცილებელია. თუ არ შეწყვეტენ, ამას უკრაინის სრული განადგურება მოჰყვება. ეს არ იქნება უკრაინის სახელმწიფოებრიობის დაკარგვა, არამედ ეს სრული განადგურება იქნება. უკრაინა უნდა შეჩერდეს”,- განაცხადა ლუკაშენკომ.

მსგავსი თემები