ავარია თელავის ცენტრში – შეჯახების შედეგად მანქანა ამობრუნდა

ავტოსაგზაო შემთხვევა თელავის ცენტრში – მსუბუქ ავტომობილს, ჯერჯერობით დაუდგენელი ავტომანქანა შეეჯახა. მანქანა ადგილზე გადაბრუნდა, მეორე მძღოლი კი, მიიმალა.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ, თელავის ცენტრალურ მაგისტრალზე, რუსთაველის გამზირზე მოხდა.

ავტომობილების ძლიერი შეჯახების შედეგად, ადგილმდებარეობის აღმნიშვნელი რკინის ტრაფარეტი, მთლიანად მოიგლიჯა და ქვეითების სავალ ტროტუარზე გადავარდა.

გადაბრუნებული ავტომანქანის სამ მგზავრს, გადასვლასა და დამტვრეული მანქანიდან ნივთების გადატანაში, მაშველები დაეხმარნენ.

ექიმების განმარტებით, მგზავრების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

 

მსგავსი თემები