,,როგორც კი „ქართულ ოცნებას“ გავისტუმრებთ, 3-4 წლიანი პერსპექტივაა, რომ დეოკუპაციის პროცესი დაიწყოს”- გიორგი ვაშაძე

,,პირობას გაძლევთ, როგორც კი „ქართულ ოცნებას“ გავისტუმრებთ, მაქსიმუმ 3-4 წლიანი პერსპექტივა არის, რომ დაიწყოს დეოკუპაციის პროცესი“,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო 10 წლის განმავლობაში ორი სოხუმის და შვიდი ცხინვალის ზომის ტერიტორია – 56 მილიონი კვადრატული მეტრი მიიტაცა რუსეთმა.

„არავის ეგონოს, რომ რბილი პოზიციონირებით ჩვენ მცოცავ ანექსიას და ოკუპაციას შევაჩერებთ. საქართველოში ბოლო 10 წლის განმავლობაში ორი სოხუმის და შვიდი ცხინვალის ზომის ტერიტორია – 56 მილიონი კვადრატული მეტრი მიიტაცა რუსეთმა. ჩვენს თანამემამულეებს სასაფლაოზე და სალოცავებზე გასვლის უფლება არ აქვთ. ეს არის ამ სიჩუმის და რუსეთთან მუხლზე ჩოქვით საუბრით მიღწეული შედეგი? რაზე უნდა ვილაპარაკოთ? რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ ცნობა კი არა, მმართველი პარტიის თავმჯდომარე საოკუპაციო ხაზთან არ არის ნამყოფი. კობახიძე არ არის იქ ნამყოფი და ეს არის პატრიოტიზმი და სამშობლოს სიყვარული?

ჩვენ გვყავს რუსეთიდან მართული პოლიტიკური დაჯგუფება, რომელსაც მიტაცებული აქვს ჩვენი სამშობლო, რომელიც უნდა დავიბრუნოთ. ამის შემდეგ კი, რუსეთსაც თავის სახელს დავარქმევთ და ქვეყნის დეოკუპაციაც რაც შეიძლება სწრაფად მოხდება. პირობას გაძლევთ, როგორც კი „ქართულ ოცნებას“ გავისტუმრებთ, მაქსიმუმ 3-4 წლიანი პერსპექტივა არის, რომ დაიწყოს დეოკუპაციის პროცესი“, – აღნიშნა ვაშაძემ.

მსგავსი თემები